პანდემია, ნეგატიური ეფექტები ეკონომიკაზე, სოციოლოგიური გამოკითხვები – ეს ის თემებია, რომლებიც არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსების წინასაარჩევნო დღის წესრიგში განსაკუთრებით აქტუალურია. პარალელურად მძაფრდება რიტორიკა და მწვავდება ბრალდებები არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ერთმანეთის მისამართითაც. 50 პოლიტიკური ძალა ამომრჩევლის წინაშე საკუთარი უპირატესობის დემონსტრირებას ცდილობს.
სხვადასხვა ქალაქსა და რაიონში გამართულ შეხვედრებს ეკა კოპალიანი ადევნებდა თვალს.