ახლოვდება არჩევნები, მძაფრდება საარჩევნო რიტორიკა.
მმართველი გუნდის მისამართით ოპონენტების მხრიდან ყოველდღე ახალი ბრალდებები ისმის, რომლებიც ძირითადად უთანასწორო მარათონს და საარჩევნო კამპანიის ხელის შეშლის ფაქტებს ეხება. ქალაქებსა და სოფლებში ამომრჩევლებთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. მოსახლეობას საკუთარ გზავნილებს 50 პოლიტიკური ძალა აცნობს.