საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ჩნდება ახალი ინიციატივები.
საპარლამენტო მანდატებისთვის მებრძოლი პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების იდეების და მოთხოვნების ნაწილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება. სხვადასხვა ოლქში ყოველდღიურად იხსნება საარჩევნო შტაბები და მოსახლეობასთან სხვადასხვა გზავნილით მიდიან მაჟორიტარობის კანდიდატები. აქტიური საარჩევნო მარათონი აქციების ფონზე მიმდინარეობს.