საპარლამენტო არჩევნები 2020

უკვე ცნობილია, ვინ რა გუნდით ცდილობს საკანონმდებლო ორგანოში შესვლას.

არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებსა და ბლოკებს სწორედ დღეს ამოეწურათ სიების ცესკო-სთვის წარდგენის ვადა. ბოლო მონაცემებით, 31 ოქტომბერს საკანონმდებლო ორგანოს მანდატებისთვის 52 პოლიტიკური სუბიექტი იბრძოლებს.