საპარლამენტო არჩევნები 120/30 პროპორციით ჩატარდება

რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებები დასრულებულია. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება 120/30-ის მოდელზე, 1%-იან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40%-იან ბარიერზე შედგა.

მომავალ არჩევნებზე, მოქალაქეები 120 დეპუტატს პროპორციული, 30-ს  კი – მაჟორიტარული წესით აირჩევენ, ბარიერის გადასალახად მხოლოდ ერთპროცენტიანი მხარდაჭერაა საჭირო, თუმცა მთავრობის დასაკომპლექტებლად პარტიას ნდობა 40%-ზე მეტმა ამომრჩეველმა უნდა გამოუცხადოს.

ოპოზიციისათვის პრინციპული საკითხი იყო ასევე თანაგუნდელების გათავისუფლება და სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტა. ამ თემაზე მხარეები განსხვავებულ განმარტებებს აკეთებენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთებული განცხადებები გიორგი კობერიძემ მოისმინა.