პირველი არჩევნები დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, რომელიც პროპორციულ სისტემასთან მიახლოებული წესით ტარდება. მეათე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში 120 ადგილი პროპორციული, 30 კი, მაჟორიტარული სისტემით უნდა შეივსოს. ხმის მიცემის პროცესი პანდემიის მეორე ტალღის ფონზე წარიმართება, რის გამოც, ყველა საარჩევნო უბანზე ცესკო-ს სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებული უსაფრთხოების პროტოკოლი იმუშავებს. იქნება სპეციალური სიები ინფიცირებული და იზოლაციაში მყოფი პირებისთვისაც, რომლებსაც ასევე სპეციალური ჯგუფები გადასატან ყუთებს მიუტანეს, მათ ხმებს კი შემდეგ სპეციალურ უბნებზე დაითვლიან. თუმცა ამ კატეგორიის ადამიანთა რეგისტრაციის ვადების გამო, ბოლო დღეებში ცესკო ოპოზიციის მწვავე კრიტიკის სამიზნედ იქცა.