საბრძოლო მოქმედებების 23-ე დღე. ისრაელის ცენტრალური ნაწილის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის თელ-ავივში, სარაკეტო თავდასხმის გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის. პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალები „ჰამასთან“ ომის მეორე ეტაპს აანონსებენ და ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრებ მოქალაქეებს სამხრეთით გადანაცვლებისკენ მოუწოდებენ. სამხედრო მეთაურები ახლა ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზე არიან განლაგებული. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, თვითმფრინავებმა ღაზის სექტორში 450 ობიექტს დაარტყეს. სამიზნე „ჰამასის“ სამეთაურო პუნქტები და შეკრების ადგილები იყო.