ლიბანის საზღვართან ვითარება ისევ დაძაბულია. ისრაელის სამხედროები აცხადებენ, რომ თავს დაესხნენ ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ სამხედრო ობიექტებს. სამიზნეებს შორის იყო სამხედრო სადამკვირვებლო პუნქტი. ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალები ამბობენ, რომ აგრძელებენ თავდასხმებს ღაზის სექტორზე. მათივე თქმით, გასული ღამის განმავლობაში „ჰამასის“ ასობით ინფრასტრუქტურული ობიექტი გაანადგურეს. ადგილობრივი ოფიციალური პირების თქმით, საავადმყოფოში სულ მცირე 471 ადამიანი დაიღუპა. პალესტინის ჯანდაცვის ოფიციალური პირების თქმით, ომის დაწყებიდან, ღაზაში თითქმის 3,500 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ისრაელში აცხადებენ, რომ ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 1400-ს აღწევს.