უკვე 24 დღეა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეიარაღებული დაპირისპირება მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ისრაელმა სამხედრო ოპერაცია გააფართოვა, აფეთქებების ხმა აქტიურად ისმის ღაზის სექტორში, სადაც დღეს დილიდან ისეთი საკომუნიკაციო საშუალებები აღდგა, როგორიც ინტერნეტი და კავშირგაბმულობაა. ღაზა გარე სამყაროს თითქმის 24 საათი იყო მოწყვეტილი. ცოტა ხნის წინ, გაერო-ს საერთაშორისო ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღაზის მაცხოვრებლები სამხრეთ და შუა ზოლში მდებარე საწყობებსა და სადისტრიბუციო ცენტრებში შეიჭრნენ. წაღებულია ფქვილი და სხვა ძირითადი მარაგი. ორგანიზაცია წერს, რომ სამოქალაქო წესრიგი დარღვეული, ხალხი კი შეშინებულია. პარალელურად, ისრაელის გენერალურ შტაბში ამბობენ, რომ მათი ძალები ბრძოლის მომდევნო ეტაპზე გადადიან. გენერალური შტაბის უფროსის განცხადებით, მოწინააღმდეგეს ასობით ადამიანური დანაკარგი აქვს და მათი ინფრასტრუქტურაც განადგურებულია.