ახლო აღმოსავლეთში მძიმე საბრძოლო შეტაკებები გრძელდება.
ისრაელი ღაზის სექტორზე საავიაციო დარტყმებს ისევ ახორციელებს. სამი დღეა ადგილობრივებს არ მიეწოდებათ წყალი და ელექტროენერგია, რაც ღაზის სექტორის მოსახლეობას ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აყენებს. ნეთანიაჰუს ხელისუფლება კი ინტენსიური საჰაერო იერიშების შემდეგ, მასშტაბური სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. ისრაელის მიმართულებით საჰაერო იერიშები დღეს ლიბანიდან და სირიიდანაც განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ თელავივი ღაზის სექტორთან საზღვრის სრული კონტროლის შესახებ იუწყება, მიმდებარე დასახლებებში ტერორისტები ისევ რჩებიან.
ინტენსიური შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ორივე მხარეს უკვე ორი ათასს აჭარბებს.