საომარი ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ისრაელელმა სამხედროებმა „ჰამასის“ ლიდერის სახლი ალყაში მოაქციეს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა. „გასულ ღამეს ვთქვი, რომ ჩვენს სამხედროებს შეუძლიათ მიაღწიონ ღაზის ნებისმიერ წერტილს. ახლა მათ ალყაში მოაქციეს იაჰია სინვარის სახლი. მისი სახლი არ არის მისი ციხე-სიმაგრე და მას შეუძლია გაიქცეს. მაგრამ ეს დროის ამბავია, ვიდრე ჩვენ მას დავიჭერთ“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრემიერს არ დაუკონკრეტებია „ჰამასის“ ლიდერის სახლის ადგილმდებარეობა, თუმცა, როგორც მედია იუწყება, სინვარი ქალაქ ხან-იუნისიდანააა.