ომის დაწყების შემდეგ პირველად ისრაელი ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ პაუზებს თანხმდება.
გეგმის მიხედვით, ყოველდღე ღაზის სექტორში მცხოვრებ ადამიანებს ოთხი საათი ექნებათ უსაფრთხო დერეფნებით სარგებლობისთვის და ანკლავის დასატოვებლად. შესაბამისი შეტყობინება მოქალაქეებმა სამი საათით ადრე უნდა მიიღონ. ღაზის ჩრდილოეთით ისრაელის სამხედრო ოპერაცია გრძელდება. „ჰამასის“ განადგურებამდე და მძევლების გათავისუფლებამდე ოფიციალური თელ-ავივი ცეცხლის შეწყვეტას არ აპირებს. 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ დატყვევებული 200-ზე მეტი ადამიანის გათავისუფლება და ღაზის სექტორის ჰუმანიტარული ტვირთით მომარაგება საერთაშორისო ორგანიზაციების მთავარი მოთხოვნებია.