მსოფლიო ლიდერები ისრაელს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული პაუზისკენ მოუწოდებენ.
80-მდე ქვეყნის მეთაურები და მინისტრები საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად პარიზში არიან შეკრებილები და ანკლავში შექმნილი მწვავე ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევის გზებს განიხილავენ. მონაწილეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დროულად ხელმოწერის აუცილებლობაზე საუბრობენ. განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაა ღაზის სამხრეთით, რომელსაც ჩრდილოეთიდან ევაკუირებული ადამიანები აფარებენ თავს. ადგილზე საკვების და წყლის დეფიციტი და სხვადასხვა დაავადების გავრცელების მაღალი რისკია. თავის მხრივ ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში სამხედრო ოპერაციის არეალს აფართოებენ. გაერო ორივე მხრიდან ჩადენილ ომის დანაშაულებზე მიუთითებს.