ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაცია ყოველდღიურად ფართოვდება.
დიპლომატიური ძალისხმევის მიუხედავად, ჰუმანიტარული პაუზის მიღწევა ჯერ ვერ ხერხდება. ჰუმანიტარული მიზნებისთვის პაუზას ითხოვს ოფიციალური ვაშინგტონიც, რომელიც ისრაელისგან პასუხს ელოდება. ანკლავი საკვების და წყლის მწვავე დეფიციტს განიცდის. ჰუმანიტარული კრიზისის სასწრაფოდ გადაჭრა და „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს დატყვევებული მძევლების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც იაპონიაში შეკრების დროს. საერთაშორისო საზოგადოების მთავარი ძალისხმევა ახლა დაძაბულობის ესკალაციის და კონფლიქტის მასშტაბის ზრდის პრევენციისკენაა მიმართული.