ჰუმანიტარული პაუზის მისაღწევად დიპლომატიური ძალისხმევა უშედეგოა – ღაზის სექტორში ცეცხლი არ წყდება.
ისრაელის სამხედრო ოპერაცია კიდევ უფრო ფართოვდება. ბოლო ავიაიერიშების სამიზნე 450 ობიექტი გახდა. საომარი მოქმედებების მასშტაბის ზრდის პრევენციისთვის ახლო აღმოსავლეთშია აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. ექსპერტები საომარი კონფლიქტის მასშტაბის ზრდის და სხვა ქვეყნების ჩართვის საფრთხეს რეალურად მიიჩნევენ.