ქალაქი ღაზა ალყაშია მოქცეული – ისრაელი ცეცხლის შეწყვეტას არ განიხილავს. თავდაცვის სპიკერის განცხადებით, არმიის საინჟინრო კორპუსი ახლა მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და სხვა საფრთხეების აღმოსაჩენად და გასანეიტრალებლად მუშაობს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილება შეძლონ.
პარალელურად, „ჰეზბოლას“ განცხადებით, მათ უპილოტო საფრენი აპარატებით ლიბან-ისრაელის საზღვარზე ისრაელის არმიის პოზიციებს შეუტიეს, – წერს „ბიბისი“. უპილოტო საფრენი აპარატები სავსე იყო დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერებებით, თუმცა, რა შედეგი მოჰყვა დარტყმებს, ჯერ ცნობილი არ არის.
ამასთან, ეგვიპტის ოფიციალური პირების განცხადებით, რაფას გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ, ღაზა კიდევ 21-მა დაშავებულმა დატოვა, ასევე 350-მდე უცხოური პასპორტის მფლობელმა, მათ შორის იყო 70-ზე მეტი ბავშვი.