ღაზის სექტორზე ავიაიერიშები გრძელდება.
ჯაბალიას ლტოლვილთა ბანაკში მსხვერპლის რაოდენობა 200-ს აღწევს. „ჰამასის“ ტყვეობაში მყოფი ათეულობით მძევლის გასათავისუფლებლად ამერიკის პრეზიდენტი საომარი მოქმედებების დაპაუზებას ითხოვს. თავის მხრივ სახმელეთო ოპერაციას არ წყვეტს და კიდევ უფრო აფართოებს ისრაელი. ქვეყნის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბი ქალაქ ღაზის ალყაში მოქცევას აანონსებს. პარალელურად, ანკლავიდან ევაკუაციის პროცესი გრძელდება. მეორე დღეა, რაფაჰის გამშვები პუნქტი გახსნილია – ომში მძიმედ დაჭრილები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები ღაზიდან ეგვიპტეში გადაჰყავთ. ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებები სულ უფრო მწვავდება.