საზღვარი გაიხსნა – უკვე რამდენიმე საათია, ღაზის სექტორიდან ეგვიპტეში უცხო ქვეყნის მოქალაქეების და დაჭრილების ევაკუაცია მიმდინარეობს.
რაფაჰის გამშვები პუნქტის გახსნა საერთაშორისო საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. ისრაელსა და ეგვიპტეს შორის კატარის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები საბოლოოდ შეთანხმებით დასრულდა. ამ მომენტისთვის ანკლავი უკვე 150-მა ადამიანმა დატოვა. მათ შორის მცირეწლოვანებმა და საომარი მოქმედებების დროს მძიმედ დაჭრილებმაც, რომელთა მკურნალობა და საჭირო ოპერაციის ჩატარება ღაზაში შეუძლებელი იყო. დღეს ანკლავი კიდევ ერთხელ გახდა მასშტაბური ავიაიერიშის სამიზნე. დაბომბილია ლტოლვილთა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანაკი. ნანგრევებში მოყოლილებს ამ წუთებშიც ეძებენ.
თინათინ მიგინეიშვილი, ზაზა ხურცილავა