საომარი ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ისრაელის არმია სახმელეთო ოპერაციის გაფართოებას აანონსებს.

რთული და ხანგრძლივი ბრძოლა – ასე აფასებენ ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები ღაზის სექტორში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებს. არაბული ცნობებით, ისრაელის სამხედრო ძალები ქალაქ ღაზისკენ მიემართებიან, სადაც „ჰამასს“ სამეთაურო შტაბებისა და მიწისქვეშა გვირაბების ქსელი აქვს მოწყობილი. პალესტინურ ანკლავში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო საერთაშორისო ორგანიზაციები ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებით გამოდიან. თუმცა, საომარი მოქმედებების შეჩერებას მხოლოდ დაჯგუფება „ჰამასისთვის“ სასარგებლო ნაბიჯად მიიჩნევს ოფიციალური თელ-ავივი. ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებებს არ იზიარებს ისრაელის მთავარი მოკავშირე, ამერიკის შეერთებული შტატებიც.

ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან.