საომარი ვითარება ახლო აღმოსავლეთში

ისრაელის ახალი ავიაიერიშები ღაზის სექტორზე.

ოფიციალური თელ-ავივი ანკლავზე სამხედრო ოპერაციის გეგმას ძალაში ტოვებს, თუმცა თარიღს არ აკონკრეტებს. ახლა ისრაელის თავდაცვის ძალების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა „ჰამასის“ მიერ 7 ოქტომბერს აყვანილი 200-ზე მეტი მძევლის გათავისუფლებაა. ამ მიზნით ღაზაში ღამით სახმელეთო რეიდი ჩატარდა. პალესტინის ადმინისტრაცია ისრაელს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ცალკე პრობლემაა ჰუმანიტარული კრიზისი. ანკლავში წყლის, საკვების და წამლების დეფიციტია. გაერო ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების დაშვებას ითხოვს.