ღაზის სექტორის ყველაზე დიდი საავადმყოფო საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრში რჩება.
კლინიკაში მყოფი დღენაკლული ბავშვები ეგვიპტეში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულებაში ამ დრომდე რჩებიან პაციენტები, რომელთა მდგომარეობას საერთაშორისო ორგანიზაციები მძიმედ აფასებენ. მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის პარალელურად, კლინიკაში ინფექციების გავრცელებაზეცაა ეჭვი. ოფიციალური თელ-ავივის პოზიცია უცვლელია – ისრაელი ადგილზე საბრძოლო მოქმედებებს „ჰამასის“ მხრიდან საავადმყოფოს სამეთაურო ცენტრად გამოყენებით ხსნის. ახლო აღმოსავლეთში მსოფლიო ლიდერების ვიზიტები არ წყდება. საერთაშორისო ძალისხმევის და მოლაპარაკებების მიუხედავად, ჰუმანიტარული პაუზის გამოცხადება მიუღწეველ ამოცანად რჩება.