საომარი მოქმედებები უკრაინისა და რუსეთის ქალაქებში

მოსალოდნელი კონტრშეტევის წინ უკრაინის არმია და პუტინის ხელისუფლების მოწინააღმდეგე რუსული სამხედრო ჯგუფები რუსეთის ტერიტორიებს სულ უფრო ხშირად ესხმიან თავს. მთავარი სამიზნე ბელგოროდის ოლქია, რის გამოც მოსკოვი იძულებულია, მოსაზღვრე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყოს. ადგილზე მორიგი შეტაკებების შედეგად არის მსხვერპლი. აფეთქებები მოხდა ზაპოროჟიეს ოლქში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკშიც. უკრაინის ხელისუფლება კონტრშეტევის მიზნად უკრაინის ტერიტორიების დეოკუპაციას აცხადებს. პარალელურად მოახლოებული ნატოს ვილნიუსის სამიტი უკრაინის უსაფრთხოების საკითხებზე დისკუსიებს ააქტიურებს. დასავლეთის პოზიციაა, რომ უკრაინის ნატოში გაწვრიანება ნაადრევია.