დილიდან რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქზე. კიევის მიმართულებით ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების გაშვების შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. უკრაინის დედაქალაქში პერიოდულად ირთვება საჰაერო თავდაცვის განგაშის სიგნალი. სარაკეტო იერიშის მოსაგერიებლად ამოქმედდა ასევე საჰაერო თავდაცვის სისტემები. უკრაინის პრეზიდენტმა დასავლეთს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა. საკუთარი ლიდერების მიერ გადადგმული არასაკმარისი ნაბიჯებით უკმაყოფილო ევროპელებს კი უკრაინაში ჩასვლისკენ და თავდასხმის ქვეშ მყოფი ქვეყნის ადგილზე დახმარებისკენ მოუწოდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ კრემლის ლიდერსაც მიმართა. უკრაინის პრეზიდენტი მოუწოდებს პუტინს, სისხლისღვრის შესაჩერებლად გაიმართოს მოლაპარაკება. კრემლში ეს განცხადება ცნობად მიიღეს. განცხადება პუტინის პრესმდივანმა პესკოვმა გააკეთა. მანამდე კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკება შესაძლებელია თუ უკრაინელი სამხედროები იარაღს დაყრიან.
რა ვითარებაა კიევში – უკრაინის დედაქალაქში ჩვენი გადამღები ჯგუფები მუშაობენ.
რატი ხვისტანი დეტალებით.