უკრაინის ქალაქები და სტრატეგიული ობიექტები დაბომბილია. რუსეთის საპასუხოდ, პრეზიდენტი ზელენსკი საყოველთაო მობილიზებას აცხადებს. კიევში ამ წუთებშიც ისმის აფეთქებების ხმა. ქვეყანაში სამხედრო განგაში და საომარი მდგომარეობა მოქმედებს. ვითარება ყოველ წუთს იძაბება. სხვადასხვა ცნობები ვრცელდება დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ. უკრაინული მედია 40 გარდაცვლილი შესახებ იუწყება, მათვე ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსულ საოკუპაციო ძალებთან შეტაკებების შედეგად, ქალაქ შასტიეზე კონტროლი დაიბრუნა. ოფიციალური ინფორმაციით, რუსულმა სამხედრო ტექნიკამ, დაარღვია უკრაინის საზღვარი ჩერნიგოვის, სუმის, ლუგანსკისა და ხარკოვის რეგიონებში – ამ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური. ქვეყანა რუსეთთან დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტს. კიევიდან, სადაც ცოტა ხნის წინ აფეთქება იყო, ბოლო ცნობებით რატი ხვისტანი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში.