მთიან ყარაბაღში ომის დასასრულებლად მოსკოვი კონფიქტის მხარეებს წინადადებას სთავაზობს.
რუსეთის პირველი დიპლომატი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების გასაკონტროლებლად ცხელ წერტილში რუსი სამხედრო დამკვირვებლების განთავსების ინიციატივით გამოდის. მოწოდება ამ დრომდე უპასუხოდ რჩება. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებიდან მეხუთე დღეს საარტილერიო თავდასხმები მაინც გრძელდება. ოფიციალური ბაქო ყარაბაღის რამდენიმე სოფლის აღებაზე წერს, ერევანი კი მოწინააღმდეგის მიერ დაბომბილ ახალ ტერიტორიებზე საუბრობს. კონფლიქტის მხარეები ერთმანეთს მუქარისშემცველი გზავნილებით ესაუბრებიან.