უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის არმიამ მართვადი საავიაციო ბომბებით დაარტყა ხარკოვს. ერთ-ერთი ბომბი საცხოვრებელ მრავალსართულიან შენობას მოხვდა. დაშავდა, სულ მცირე, 21 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ქალაქში ორი ბომბი ჩამოვარდა. ერთ-ერთი მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს მოხვდა. ცნობისთვის, რუსული არმია ბოლო პერიოდში თითქმის ყოველდღიურად ახორციელებს თავდასხმებს ხარკოვზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამ იერიშზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.