მოსკოვში ამ წუთებში მიმდინარე შეხვედრამ უნდა გადაწყვიტოს, როგორ განვითარდება მთიან ყარაბაღში მოვლენები.
მრავალწლიანი კონფლიქტის ყველაზე მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირებიდან 12 დღის შემდეგ პროცესის მშვიდობიანად დარეგულირების პირველი ნიშნები გაჩნდა. სერგეი ლავროვის მედიატორობით რუსეთის დედაქალაქში ერთმანეთს ხვდებიან სომხეთის და აზერბაიჯანის პირველი დიპლომატები, თუმცა შეხვედრას წინ ილჰამ ალიევის მწვავე გამოსვლა უძღოდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სომხეთი ბოლო შანსზე გააფრთხილა. ალიევი საკუთარ პირობას ძალაში ტოვებს და მთიანი ყარაბაღიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების გაყვანამდე უკან დახევას არ აპირებს.