დღეს დილიდან მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების განახლების შესახებ ცნობებს ავრცელებენ სომხური და აზერბაიჯანული მხარეები. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო გერანბოის, ტერტერის, აღდამისა და აღჯაბედის რაიონების მიმართულებით გახსნილი ცეცხლის შესახებ იუწყება, რის შედეგადაც ერთი სამოქალაქო პირი დაშავდა. აზერბაიჯანის მიერ საარტილერიო ცეცხლის განახლების შესახებ ცნობებს ავრცელებს სომხეთის თავდაცვის მინისტრის პრესსპიკერიც. შუშან სტეპანიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ცეცხლი ჩრდილოეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ მიმართულებით იხსნება.