სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებიდან მე-3 დღეს, მთიან ყარაბაღში და მიმდებარე რაიონებში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება.
მხარეები ზავის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 27 სექტემბრიდან დღემდე მათ მხარეს 42 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 206 კი დაშავდა. მათგან 10 ადამიანი ქალაქ განჯის დაბომბვის შედეგად, უკვე ზავის ამოქმედების შემდეგ გარდაიცვალა. სომხური მხარე კი აზერბაიჯანის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად, მთიან ყარაბაღში 31 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვის შესახებ აკეთებს განცხადებას. მსხვერპლი კიდევ უფრო დიდია სამხედრო პირებს შორის.
ვითარება კონფლიქტის ზონაში, – სომხეთში რატი ხვისტანი და პაატა ჯორჯიაშვილი მუშაობენ.