ორმხრივი ავიაიერიშები არ წყდება.
ისრაელმა ღაზის სექტორის წინააღმდეგ სატანკო და საარტილერიო შეტევებიც დაიწყო. იბომბება „ჰამასის“ მეთაურთა საცხოვრებელი სახლები. ორივე მხარეს დაღუპულების და დაშავებულების რაოდენობა ყოველდღე იზრდება. ისრაელის მიმართულებით სარაკეტო თავდასხმა მოხდა ლიბანიდანაც. სამხედრო ოპერაციის შეწყვეტის პერსპექტივა არ ჩანს. უკიდურესად დაძაბული ვითარების დეესკალაციას ეგვიპტე ცდილობს, თუმცა დაზავების და ცეცხლის შეწყვეტის მცდელობა ჯერ უშედეგოა. სასაზღვრო ზონაში თავდაცვის ძალების მობილიზაცია გრძელდება, საჯარისო ნაწილებს საზღვარი არ გადაუკვეთავთ. აღმოსავლეთ იერუსალიმიდან პალესტინელი ოჯახების გასახლების გეგმით გამოწვეული სარაკეტო იერიშების პარალელურად „ჰამასის“ ლიდერი პალესტინელებს ისრაელის ტერიტორიაზე მასშტაბური საპროტესტო გამოსვლებისკენ მოუწოდებს.