საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის შეიარაღებული დაპირისპირება გრძელდება. ისრაელის სამხედროები სამხრეთისკენ სწრაფვას განაგრძობენ და აცხადებენ, რომ ისინი აფართოებენ სახმელეთო ოპერაციებს პალესტინის „მთელი ტერიტორიის“ დასაფარად. სატელეკომუნიკაციო კომპანიის ცნობით, ღაზის სექტორში სატელეფონო სერვისები და ინტერნეტკავშირი შეწყვეტილია. თითქმის ორი მილიონი ადამიანი – ღაზის მთლიანი მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი, ახლა იძულებით გადაადგილებულია. „ჰამასის“ ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 7 ოქტომბრის შემდეგ, ისრაელის თავდასხმების შედეგად, 15 800-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, მათ შორის არის 6 ათასი ბავშვი.