საომარი მოქმედებები ახლო აღმოსავლეთში

ხანმოკლე ზავი შეწყვეტილია – ისრაელის არმია ღაზის სექტორის ყველა მიმართულებას ერთდროულად ბომბავს.

თავდასხმების შედეგად ღაზაში სახლების ნახევარზე მეტი განადგურებული ან დაზიანებულია. არაბული ანკლავის მოსახლეობა სამხრეთით, ეგვიპტის საზღვრისკენ მიდის. ოფიციალური თელ-ავივი მთავარ ამოცანად „ჰამასის“ სრულ განადგურებას და ყველა მძევლის დაბრუნებას ასახელებს. ფიქსირდება საპასუხო დარტყმებიც. „ჰამასის“ სამხედრო დანაყოფები ისრაელის ქალაქებზე სარაკეტო შეტევებს განაგრძობენ. დღეს ავიაიერიშების სამიზნე გახდა თელ-ავივი, სდეროთი და ნეთივოთი. კატარის შუამავლობით მიღწეული შვიდდღიანი ზავის დარღვევაში მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. საერთაშორისო ძალისხმევის მიუხედავად, მისი გაგრძელების პერსპექტივა ბუნდოვანია. 7 ოქტომბრის შემდეგ უკვე 16 000-მდე ადამიანია დაღუპული, დაშავდა 42 000 პირი.