ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ვადა ამოიწურა. ისრაელმა „ჰამასი“ შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა და ღაზის სექტორში ბრძოლები განაახლა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ აცხადებს, რომ „ჰამასი“ არ დათანხმდა მძევლების გათავისუფლებას, რაც არღვევდა ზავის პირობებს. პარალელურად, „ბიბისი“ წერს, რომ „ჰამასმა“ არ გაათავისუფლა ყველა მძევალი ქალი და დღეს დილით რაკეტებით თავს დაესხა ისრაელს. პრემიერ-მინისტრის ოფისში ამბობენ, რომ ისრაელი რჩება თავისი მიზნების ერთგული – გაათავისუფლოს მძევლები, გაანადგუროს „ჰამასი.
მედიის ცნობით, ღაზის სექტორის სამხრეთით, ჩრდილოეთით და ცენტრალურ ნაწილებში მსხვერპლის რაოდენობა 21-ს აღწევს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შუამავლები განაგრძობენ მუშაობას ზავის გასახანგრძლივებლად, მიუხედავად იმისა, რომ თავდასხმები განახლდა. აღნიშნულის შესახებ „ბიბისის“ პალესტინის ოფიციალურმა პირმა განუცხადა.