„ჰამასსა“ და ისრაელს შორის ზავი კიდევ ერთი დღით გახანგრძლივდება. ამის შესახებ ისრაელისა და „ჰამასის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. „შუამავლების ძალისხმევის მეშვეობით, მძევლების გათავისუფლების პროცესის გასახანგრძლივებლად ცეცხლის შეწყვეტა გაგრძელდება“, – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში. მანამდე ,ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავის თანახმად, „ჰამასმა“ 10 ისრაელელი და ოთხი ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს. მედიის ცნობით, მძევლები ისრაელში არიან. ამასთან, თავის მხრივ, ისრაელმა უკვე გაათავისუფლა 30 პალესტინელი პატიმარი.