ღაზის სექტორის ყველაზე დიდი საავადმყოფო საერთაშორისო ყურადღების ცენტრშია.
ალ შიფას კლინიკა საბრძოლო მოქმედებების ეპიცენტრად არის ქცეული. ისრაელის თავდაცვის ძალები ეჭვობენ, რომ სამედიცინო დაწესებულებაში „ჰამასს“ სამეთაურო ცენტრი აქვს მოწყობილი. ისრაელის მედიის ცნობით, შენობაში იარაღია ნაპოვნი. საავადმყოფოს ფუნქციონირება და პაციენტების უსაფრთხოდ ევაკუირება ახლა საერთაშორისო საზოგადოების მთავარი ამოცანაა. კლინიკას, სადაც ჩვილებიც იმყოფებიან, ელექტროენერგია არ მიეწოდება, ალყაში მოქცეულ საავადმყოფოში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა. პარალელურად, ოფიციალური თელ-ავივი ღაზის სექტორში სერიოზულ წინსვლაზე საუბრობს. ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილი „ჰამასის“ მხრიდან კონტროლდაკარგულად ცხადდება.