ახლო აღმოსავლეთში საომარი მოქმედებები გრძელდება. ისრაელის ჯარები ღაზის სექტორში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოს გარკვეულ ნაწილში იბრძვიან „ჰამასის“ წინააღმდეგ. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელი ავრცელებს. „სამხედრო ოპერაცია ეფუძნება სადაზვერვო ინფორმაციას და ოპერატიულ საჭიროებებს, ის არ არის გამიზნული პაციენტების, სამედიცინო პერსონალის ან საავადმყოფოში მყოფი მოქალაქეების ზიანის მისაყენებლად. აღნიშნულს წინ უძღოდა პაციენტებისა და თავშესაფარში მყოფთა ევაკუაციის მცდელობა და სპეციალური დერეფანიც კი გაიხსნა.“ – ნათქვამია ისრაელის ოფიციალურ განცხადებაში. პარალელურად, ისრაელის სამხედროები ალ-შატის ლტოლვილთა ბანაკს აკონტროლებენ. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, დანიელ ჰაგარმა განაცხადა.