საოკუპაციო რეჟიმი უკანონო ქმედებებს განაგრძობს. სოფელ ხურვალეთთან ე.წ. გამაფრთხილებელი ბანერის აღმართვის ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებით ეხმაურება.
ე.წ. გამაფრთხილებელი ბანერი გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში დამონტაჟდა. მომხდარზე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. ადგილზე დილიდან მოამბის გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა.