საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი - განცხადება პარლამენტში

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობაზე რეაგირებას ითხოვს. მისი თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ირღვევა სრულად ადამიანის უფლებები. დეპუტატის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს არცერთი ნაბიჯი „ოთხოზორია – ტატუნაშვილის სიის“ აღსრულების მექანიზმის ჩამოყალიბებისთვის.