ჰუმანიტარულ კატასტროფად ფასდება ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მორიგი უკანონო გადაწყვეტილება.
არაღიარებული ხელისუფლება ე.წ. საზღვარზე გადაადგილების წესებს ამკაცრებს. შედეგად, ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვლელად წინასწარ გაცემული ნებართვა დასჭირდებათ.
ოფიციალურმა თბილისმა უკვე მიმართა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს და რეაგირებისკენ მოუწოდა.
საქართველოს ხელისუფლება პროვოკაციული გადაწყვეტილების შეჩერებას საერთაშორისო საზოგადების კონსოლიდაციის და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერების გზით შეეცდება.