საოკუპაციო ხაზთან პოლიცია და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაა მობილიზებული
საოკუპაციო ხაზთან ამ წუთებში პოლიცია და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაა მობილიზებული. სოფელ ატოცში მავთულხლართების გავლების პროცესი მესამე დღეა, შეჩერებულია, თუმცა, ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ რუსი სამხედროები სამუშაოებს ისევ განაახლებენ.
მარიამ მენაბდე ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში – რა ხდება ამ წუთებში ადგილზე და რა განცხადებები კეთდება მოსახლეობის მხრიდან.