საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების, ერგნეთისა და ნიქოზის საჯარო სკოლების წარჩინებული მოსწავლეები და მასწავლებლები საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა პარლამენტის შენობა დაათვალიერეს და პლენარული სხდომის მიმდინარეობას გაეცნენ. გარდა ამისა, მოსწავლეები პარლამენტის წევრებსაც შეხვდნენ. შეხვედრა საქართველოს ეროვნული სამშვიდობო საინიციატივო ჯგუფისა და პარლამენტის სპორტის კომიტეტის ორგანიზებით მოეწყო. ორგანიზატორების თქმით, აღნიშნული პროექტი მოსწავლეების საგანმანათლებლო მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად.