სანქტ-პეტერბურგში მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო
სანქტ-პეტერბურგში 27 დეკემბერს მომხდარ ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა თვითგამოცხადებულმა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ჯიჰადისტების განცხადება მათივე სააგენტო „ამაქმა“ გაავრცელა. ერთ-ერთ მაღაზიაში მომხდარი აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაშავდა.
რუსეთის სამართალდამცავმა უწყებებმა მომხდარს მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაცია მიანიჭეს, თუმცა, მოგვიანებით, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ეს იყო ტერორისტული აქტი.
წინასწარი გამოძიებით, აფეთქება ჯიჰადისტების კვალზე არ მიუთითებს.