პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების კანონზე მორგებას ცდილობს.
მარიხუანას მოხმარებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ რეგულაციებს დეპუტატებმა მეორე მოსმენით კენჭი უყარეს. კანონპროექტის მიხედვით, პირადი სივრცის გარდა მარიხუანას მოწევა თითქმის ყველგან აკრძალული იქნება. შეზღუდვები დაწესდება რამდენიმე პროფესიის წარმომადგენლებისთვისაც.
დღევანდელ საკომიტეტო განხილვას არასამთავრობო ორგანიზაცია „თეთრი ხმაურის“ წევრებიც ესწრებოდნენ, რომლებსაც, ნარკოლოგებისგან განსხვავებით, პროექტის მიმართ შენიშვნები აქვთ.