კორეის ნახევარკუნძული მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ექცევა.
ცხრა თებერვალს კუნძულის სამხრეთ ნაწილში წლის მთავარი სპორტული მოვლენა – ზამთრის ოლიმპიური თამაშები იწყება. ოლიმპიადაზე დასასწრებად პიონჩანგში ჩასვლას მსოფლიო ლიდერები და გავლენიანი პოლიტიკოსები გეგმავენ. მათ შორის იქნება კიმების ოჯახის წარმომადგენელი, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის და. ის პირველია კიმების დინასტიიდან, რომელიც სამხრეთ კორეას ეწვევა. ერთი დღით ადრე კი სამხრეთ კორეის ოლიმპიური სიმშვიდე შესაძლოა ჩრდილოეთ კორეამ მასშტაბური სამხედრო აღლუმით დაარღვიოს.
პარალელურად აშშ ფხენიანის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აანონსებს, თუმცა ჩრდილოეთ კორეა საერთაშორისო შეზღუდვებს წარმატებულად უვლის გვერდს.