სანიტარული ჭრა თბილისში

თბილისში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრის პროცესი გრძელდება.

დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, თამარაშვილის ქუჩაზე, მე-11 კორპუსის მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ ზოლზე და ფერდობზე 35-მდე დაავადებული ფიჭვი მოიჭრება. ამ ეტაპისთვის, უკვე მოიჭრა ხუთი ფიჭვი და სამი კედარი. თითოეული მოჭრილი ხე ახალი ნარგავებით ჩანაცვლდება. ამავე ადგილზე 50-მდე ხე და ამავე რაოდენობის ბუჩქი დაირგვება.