სევასტოპოლის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მინი-მოედანზე „სანდრიკას თასის“ გათამაშება დაიწყო, რომელიც პირველი არხის ოპერატორის, სანდრო ბერაძის ხსოვნას ეძღვნება.
ტურნირში რვა გუნდი მონაწილეობს, მათ შორის სანდრო ბერაძის მეგობრებისა და პირველი არხის გუნდი. ტურნირის ფინალი 25 ივლისს გაიმართება. გამარჯვებული გუნდის მიერ მოპოვებული თასი სანდრო ბერაძის ოჯახს გადაეცემა.
ტურნირის მხარდამჭერი საქართველოს პირველი არხია.