სანდრა რულოვსმა მოქალაქეებს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა

„ნაციონალური მოძრაობისა“ და გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, ხმის მიცემის პროცესის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, ამომრჩევლისთვის მიმართვა გაავრცელა.

სანდრა რულოვსმა მოქალაქეებს მოუწოდა, იაქტიურონ და ხვალინდელ არჩევნებზე საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ. მერობის კანდიდატმა ქალაქის განვითარების მისეულ ხედვაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ზუგდიდი სწრაფი განვითარების მთავარ ცენტრად გადაიქცევა.