ურეკის შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების პროცესს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი ადგილზე გაეცნენ. სანაპირო ზოლს კომპანიის 220 ადგილობრივი თანამშრომელი ყოველდღიურად ასუფთავებს, რისთვისაც მობილიზებულია ქვიშის საცრელი მანქანა-დანადგარები, ტრაქტორები და სხვა სპეციალური ტექნიკა.