სან-სებასტიანში რიგით 72-ე კინოფესტივალი გაიხსნა. შარშანდელი ჰოლივუდის გაფიცვის შემდეგ, ესპანური ქალაქი წელს უამრავ ვარსკვლავს უმასპინძლებს, მათ შორის მონიკა ბელუჩის, ტილდა სვინტონს, კეიტ ბლანშეტს, იზაბელ იუპერსა და პედრო ალმოდოვარს. კურორტზე ჩავიდნენ პენელოპა კრუზი და ხავიერ ბარდემი. ამ უკანასკნელს მაყურებლის სპეციალური ჯილდო გადაეცა.
გაბრიელ ნაპოლეონე და ლუკა ჩხაიძე სან-სებასტიანის კინოფესტივალიდან.