სან დიეგოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა პირველი გამოსაშვები ცერემონია
რუსთაველის თეატრში სან დიეგოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა პირველი გამოსაშვები ცერემონია გაიმართა.
55 კურსდამთავრებულს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ამერიკული საბაკალავრო დიპლომი გადაეცათ კომპიუტერული ინჟინერიის, ელექტრული ინჟინერიის და ქიმია-ბიოქიმიის დარგში.
უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამაზე საქართველოში 600-მდე სტუდენტი სწავლობს.
კურსდამთავრებულებს სიტყვით პრეზიდენტმა მიმართა.